რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ჩინარა კოჯაევა ძალით გათხოვებას ორჯერ გადაურჩა. 14 წლის იყო, როცა სახლიდან წამოვიდა.
17 წლის რომ გახდა, ისევ გადაწყვიტეს მისი გათხოვება. პოლიციას დაურეკა და მამა ციხეში ჩაასმევინა.
ჩინარას ინტერვიუს არქივიდან „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
„პირველივე დღიდან ვთქვი, რომ არ მინდა. კი დამპირდა, რომ არ გაგათოხვებ 18 წლამდეო, მაგრამ მომატყუა. ვუთხარი, ხომ დამპირდი ვისწავლიდი თქო. ამაზე მიპასუხა, ხომ იცი ამ სოფელში არავინ არ სწავლობს და არც გჭირდება განათლებაო, უნდა გათხოვდეო“, - ამბობს ჩინარა.