დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს
1748370113
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანა, თუმცა ამ ცნობებზე ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც "პრაიმტაიმს" გიული ალასანიამ განუცხადა, ახლა, სააკაშვილი ისევ საპატიმროშია. ის ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტს კლინიკაში ხვალ გადაიყვანენ.
"ჩემი შვილი ისევ ციხეშია, არავის არსად არ გადაუყვანია. ვფიქრობ, მას ხვალ გადაიყვანენ კლინიკაში. სასწრაფო ეკიპაჟის მისვლა-მოსვლა კი არის, მაგრამ ის ნამდვილად საპატიმროშია" - ამბობს გიული ალასანია.