მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი - კელი დეგნანი

დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.

როგორც კელი დეგნანი ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა ან ნებისმიერმა მის მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა უნდა მიიღოს საჭირო ზრუნვა.

"ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება. აქცენტი უნდა იყოს ამაზე. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას შეუძლია მიიღოს სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობის შეფასება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიერ მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართ ნდობა ყველას შეეძლება. ფუნდამენტურად ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ უნდა დავრწმუნდეთ, ბატონმა სააკაშვილმა ან ნებისმიერმა მის მდგომარეობაში მყოფმა მიიღოს ის ზრუნვა, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი," - აცხადებს კელი დეგნანი.