საბერძნეთში ორი ქართველი ქურდობისთვის დააკავეს

ქურდობა

საბერძნეთში ორი ქართველი ქურდობისთვის დააკავეს. მესინის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან გაირკვა, რომ გასულ ხუთშაბათს 37 წლის და 38 წლის ორი მამაკაცი, კალამატაში ორ სახლში შეიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

მათ სახლიდან წაიღეს ნაღდი ფული, ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ღირებულება 23 000 ევროს აღემატებოდა.

პოლიციამ ამოიღო ოთხი მობილური ტელეფონი, ორი პორტატული, მონაცემთა შესანახი მოწყობილობა, ასევე ლომბარდებიდან ორი ქვითარი, სადაც გაყიდეს მოპარული ძვირფასეულობა.

მამაკაცები კალამატის რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს, გამოძიება კი გრძელდება იმის დასადგენად, ჩაიდინეს თუ არა მათ სხვა ქურდობა ქვეყნის სხვა რაიონებში.

როგორც მედია წერს, ქართველები რეგიონში სახლების გასაქურდად ნაქირავები მანქანით გადაადგილდებოდნენ.