დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ლაშა ნინიძეს, რომელსაც გამოძიება 15 წლის გოგოზე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას და სქესობრივ კავშირს ედავება, პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების თანახმად, მოზარდი მე-15 სართულიდან გადმოხტა – დაკავებულს კიდევ ერთი ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს წაყენებული.
მოსამართლე თამაზ ბეჟაშვილმა სხდომა დახურა, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15 ივნისს გაიმართა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 15 წლის გოგოსთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით (140-ე მუხლი) დააკავეს 2000 წელს დაბადებული კაცი, რომელსაც შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ:
👉 „სისტემატურ შანტაჟსა და დამცირებას ვერ გაუძლო“ - ახალი დეტალები ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე