1731614151
რაც მაქვს, მშობლებისგან, ბებიასა და ბაბუისგან არის დატოვებული, ჩემით პრაქტიკულად, არაფერი შემიძენია - გიული ალასანია
პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მცირე ნაწილმა მიიტაცა ჩვენი ქვეყანა და ამ ადამიანების მომხვეჭელობას, სიხარბეს არ აქვს საზღვარი. ესენი არასოდეს გაჩერდებიან. ეს მცირე ნაწილი ასამართლებს ჩემს შვილს, რომლის დროსაც ბიუჯეტი გაიზარდა ათჯერ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
„მაჩვენეთ დოკუმენტაცია, თქვენზე უკეთ არ ვიცი, რას ვფლობ და ჩემმა ახლობლებმა, ვინც მიცნობს? ერთი ბინაა, რომელიც ჩემი ბებიის და ბაბუისგან არის პეკინის ქუჩაზე. ბათუმშია დაყადაღებული ერთი ბინა, დანარჩენი, რაც მაქვს მშობლებისგან, ბებიისგან და ბაბუისგან მაქვს დატოვებული. ჩემით პრაქტიკულად არაფერი შემიძენია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე განიხილეს. პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრო.