პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გაძვირდა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური.
„იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ტარიფებში არის ცვლილებები. ცვლილება განიცადა როგორც პირადობის მოწმობის, ასევე პასპორტის საფასურმა.
აქვე, მაგალითისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც ისინი იხდიდნენ და განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ახლა გახდება 50 დოლარი.
არსებული საფასურები 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო უწყებები მეტწილად დამოკიდებული არიან მათ შემოსავლებზე. შესაბამისად, აღნიშნული თანხების დიდი ნაწილი მიემართება თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები თანამშრომლების ხელფასების გასათანაბრებლად.