რას ამბობს ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე ხულიგნობის მუხლით დაკავებულის ადვოკატი

ადვოკატი

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, რატი ჩაჩანიძის ადვოკატის, შოთა მანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული.

მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბის დროს მხოლოდ გაშველებით შემოიფარგლებოდა და „ისეთი სიბნელე იყო, რომ ვერავის ხედავდა“.

„ბავშვი დააკავეს გუშინ, შუა ღამისას, ხულიგნობის მუხლით, არამხოლოდ ის, არაერთი ბავშვი დააკავეს ამავე კვალიფიკაციით. აბრალებენ, თითქოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფში მონაწილეობდა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის ჩხუბი რაზე დაიწყო.

ბავშვების ასაკობრივი სხვაობა ორი-სამი წელი იყო, 17-დან 20 წლამდე მერყეობს. ბავშვი ამბობს ჩხუბისას მხოლოდ გაშველებით შემოვიფარგლებოდი და ისეთი სიბნელე იყო, ვერც ვხედავდი ვის ვაშველებდიო, მაგრამ აბრალებენ დამრტყმელი ძალა იყავი ვიღაცის წინააღმდეგი. არ ვიცი ვისთან მეგობრობს, როგორც ვიცი არაბულმა დაპატიჟა დაბადების დღეზე, როგორც მეგობარი“, – აღნიშნა შოთა მანელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.