პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შიდა ქართლში, არასრულწლოვანზე სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა 13 წლის შვილიშვილის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
გორის სასამართლომ მამაკაცის საქმეზე უკვე იმსჯელა. კაცი ბრალდებას არ აღიარებს.
„კურიერთან“ ბრალდებულის მეუღლე ამბობს, რომ ბავშვი სხვებმა დაარიგეს.
„მე თვითონ არ ვაპატიებდი ჩემს მეუღლეს ასეთ რამეს. ბავშვი აქ იყო, მოძალადე მამა ჰყავდა, გამოექცა აქ და ამბობს, პაპა არ მსიამოვნებდა, რომ მეფერებოდაო. არ ვიცი ბოლოს მამას შეურიგდა თუ რა. ეს ბავშვი ვიღაცას ჰყავს დარიგებული. ჩემი მეუღლე გაიძახის, გინდა მომკალით, უდანაშაულო ვარო“,- ამბობს ბრალდებულის მეუღლე.
ამასთან, ბავშვის ნათესავები ამბობენ, რომ შესაძლოა, ბავშვზე ვინმემ ზეგავლენა მოახდინა, რათა ასეთი რამე ეთქვა.
გოგონას მამიდა კი მსგავს ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა გამორიცხულია. 13 წლის გოგოსთან ამ დროისთვის ფსიქოლოგები მუშაობენ.