რას ამბობენ მეზობლები 26 წლის ბიჭზე, რომელსაც ბებიის გაუპატიურება ბრალდება - „ეს მთელი წელია ესეა... ძალადობის კვალი ეტყობა“

ბიჭმა ბებია გააუპატიურა

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე 77 წლის ქალმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც ის ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე ძალადობა, ასევე, ღამით სახლში კეტავდა. ქალი ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე მაშინ ძალადობდა, როცა ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

მომხდარზე სამართალდამცველებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც ქალმა ამის შესახებ მეზობელს უამბო. როგორც მეზობელი ამბობს, ეს იყო 26 წლის შვილიშვილის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება და სექსუალური ხასიათის ძალადობა. ფაქტი თითქმის 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ქალი კი ამაზე არ საუბრობდა.

მეზობელი ამბობს, რომ იძულებული გახდა მიემართა 77 წლის ქალის შვილისთვის, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ის ასევე ამტკიცებს, რომ მოხუცს სხეულზე ძალადობის კვალი ამ დრომდე ეტყობა. 77 წლის ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

ეს ქალი იყო ჩემთან, სახლში მისვლა არ უნდოდა, ვერ მიდიოდა , ეშინოდა, რომ ძალადობდა. ელოდებოდა თავის შვილს, რომ თავის შვილთან ერთად შესულიყო. ეს ყველაფერი მომიყვა. თავის შვილს დავურეკე და ვუთხარი, ჩამობრძანდი და მიაქციე ყურადღება. სახლში წასვლა არ მინდა, ლოგინში უწვებოდა, ჩემმა შვილმაც რამდენჯერმე ააგდო ლოგინიდანო. შვილი 2 თვეა რაც მოვიდა, თბილისში იყო. ეს მთელი წელია ესეა. კი, ჩაუტარდა ექსპერტიზა, თბილისშიც და თელავშიც. მაგის გაზრდილია ეს ბავშვი“, - ამბობს მეზობელი.

ცნობისთვის, გამოძიება თელავის მუნიციპალიტეტის მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში 1 ივნისს არის ჩანიშნული.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.