პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
„დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ მოსამართლეები, ე.წ პროცესზე. მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. მე ნამდვილად არ მშურს დღეს ამ მოსამართლეების, რადგან ვიცი, რომ კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებიდან. ამიტომ მხოლოდ წინ და მხოლოდ საბოლოო გამარჯვებამდე.
მათ თავიანთ სინდისთან არაფერი ესაქმებათ. ისინი ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს, მომავალ თაობას თვალებში, ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში, ისეთები როგორებიც ვნახეთ. რაც უფრო ნაკლებები გვეყოლებიან ასეთები, უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ მათი შვილებისთვისაც და სინდისისთვის, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელით.“ - თქვა სოფო ლილუაშვილმა „მთავარ არხთან“.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.