1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმეების გამოკითხვის გარდა, ბრალდების მხარემ,ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა.
სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული და გადაღებული ვიდეო მასალა ასახავს ბანკზე თავდასხმას.
აქ აღბეჭდილია ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცის ბანკში შეჭრის პირველივე წამები და მძევლებთან ერთად გასვლის დრო.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ეკატერინე ბებიამ ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინა. მათ შორის დეტექტივს გიორგი ქადარიას, რომელიც ბადრი ესებუას დაკავების ოპერაციას ესწრებოდა.
ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. იგი ჯიხაშკარში რვა თებერვალს დააკავეს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.