მოსალოდნელია ძლიერი ქარი - სინოპტიკოსის გაფრთხილება მოსახლეობას
1774609677
იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.... დანა წავიღე, „რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, - ამის შესახებ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერი“, 25 წლის თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში აცხადებს. ჩანაწერის დეტალებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე, სადაც ამ წუთებში ფსიქოლოგიურ ექსპერტს - მარინა მათიაშვილს ჰკითხავენ, საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ მას ფარული ჩანაწერი წარუდგინა და ჰკითხა, გაეცნო თუ არა მას, რაზეც ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.
თეკლა გერსამიასთან ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა პოლიციის თანამშრომელმა დაკავების შემდეგ განახორციელა, სადაც გერსამია მკვლელობას აღიარებს.
„მინდოდა ერთი-ერთზე დაგლაპარაკებოდი, ხომ არ ხარ წინააღმდეგი გავისაუბროთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე შვილის დედა“, - მიმართავს ფარულ ჩანაწერში მას პოლიციელი, რის შემდეგაც გერსამია მომხდარის შესახებ იწყებს საუბარს.
„ჩხუბი დავიწყეთ. ვინტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა... მწვანე დანა მაგიდაზე იდო... სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.
დანა წავიღე, „რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, ბავშვი წამოვიყვანე, ფანჯარაზე იყო ამძვრალი.
ძალიან ცუდად ვიყავი, [სასწრაფოს] ვერაფერი ვუპასუხე... საავადმყოფოდან დედასთან წავედი, არაფერი მითქვამს, თავისით გაიგო...
ძალით არ გამიკეთებია, იმდენად ხშირი იყო შეურაცხყოფა... სხვის სახლში ვცხოვრობდით, სხვისი სახლის გამო გავეკიდე“, - აცხადებს გერსამია.
ფსიქოლოგის ჩვენების მიხედვით კი, გერსამიამ მასთან გასაუბრებისას ეს ფაქტი სხვაგვარად თქვა.
თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს.