ექსპერტები განმარტავენ, რა შეიცვლება, თუ ბელორუსის არმია უკრაინაში შეიჭრება

ბელარუსის ლიდერი

სამხედრო ექსპერტები უკრაინაში იმის შესახებ საუბრობენ, რა მოხდება მაშინ, თუ ბელარუსიაც გადაწყვეტს ქვეყანაში შეჭრას.

ექსპერტების თქმით, ბელორუსის არმიის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სამხედროებს ამოცანის შესრულებას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დააკისრებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

ოლეგ ჟდანოვის თქმით, ბელორუსის სამხედროების თავდასხმის ალბათობა დღეს 50/50-ზეა. ლუკაშენკოს არმია დღეს ყველაზე დიდი რეზერვია პუტინისთვის, რომელიც ახლავე შეუძლია ომში ჩართოს.

ამავდროულად, თავად ბელორუსის დიქტატორისთვის, დადგენილებამ შემოჭრის შესახებ, შესაძლოა გამოიწვიოს შიდა დესტაბილიზაცია და ძალაუფლების შემდგომი დაკარგვა. ჟდანოვის თქმით, ლუკაშენკო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი სცენარი თავიდან აიცილოს.

„ბელორუსის არმიის ერთადერთი სტრატეგიული ამოცანა იქნება დასავლეთის დახმარების მიწოდების შეწყვეტა, რომელიც მიდის უკრაინაში. შეტევის მიმართულებაა ლუცკი - ლვოვი. ძალიან მეეჭვება, რომ ისინიც კი შეძლებენ ლუცკამდე მისვლას. რადგან ჩვენ ასევე მზად ვართ ომის დაწყებიდანვე იქ შეხვედრისთვის, ამას ველოდით“, - განაცხადა ჟდანოვმა.

თავის მხრივ, ახალი გეოპოლიტიკის კვლევის ქსელის დირექტორი მიხაილ სამუსი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკოს ომში შესვლის ალბათობა კვლავ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს სტატუს კვო, რაც მას ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

მოგეხსენებათ, ბელორუსის ჯარის საერთო რაოდენობა 50 ათას ადამიანს არ აღემატება. აქედან მაქსიმუმ 25 ათასი საბრძოლო პერსონალი. ასე რომ, უკრაინის ტერიტორიაზე 5-10 ათას ადამიანზე მეტი ვერ შემოდის - ისინი ძნელად თუ მიაღწევენ რაიმე წარმატებას, დააზუსტა სამუსმა.

ამრიგად, პუტინი კიდევ უფრო რისკავს, როდესაც ლუკაშენკოს ომისკენ უბიძგებს. თუ ბელორუსიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყება, ის კრემლის „სპეციალურ ოპერაციას“ ნამდვილად არ მოერგება.

ცნობისთვის, გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბელორუსის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის ალბათობა კვლავ მაღალია.