1736436650
ქირურგი, რომელმაც ქართველი ქალი მოკლა და ცხედარი კლდიდან გადააგდო, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს
36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ქირურგი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად დამნაშავედ ცნეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 36 წლის სამი შვილის დედამ კლინიკას ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი ოპერაციისთვის მიაკითხა. საქმის მასალების მიხედვით, ექიმმა ის კლინიკის მიტოვებულ ნაწილში წაიყვანა და პროცედურისთვის არასაჭირო ორი ძლიერი საანესთეზიო პრეპარატი გაუკეთა. სწორედ ამან შეუქმნა პაციენტს რესპირატორული პრობლემები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ბრალდებულმა, დახმარების თხოვნის ნაცვლად, 36 წლის ქალის გვამი მანქანაში ჩადო, ჰალკიდიკის რეგიონში წაიღო და კლდიდან გადააგდო. სწორედ იქ იპოვეს გვამი რამდენიმე დღის შემდეგ.
ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ შემთხვევა ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა იყო.
„ეს იყო ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. არ მქონია მისი მოკვლის განზრახვა. არ მქონია განზრახვა, რომ რაიმე ზიანი მიმეყენებინა დიანასთვის, მით უმეტეს, მომეკლა“,- თქვა მან