ცნობილია, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ
1767988494
დანიის მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაშემწეები 8 იანვარს თეთრ სახლში დანიისა და გრენლანდიის ელჩებს შეხვდნენ.
წყაროების ცნობით, დანიის ელჩი იესპერ მოლერ სორენსენი და გრენლანდიის მთავარი წარმომადგენელი ვაშინგტონში იაკობ ისბოსეთსენი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
წყაროს ცნობით, შეხვედრაზე აშშ-ის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით ბოლო კვირის განმავლობაში გაკეთებული კომენტარები განიხილეს.
თეთრ სახლს შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდია აშშ-ს საკუთარი უაფრთხოებისთვის სჭირდება.