VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 3 იანვარს ზუგდიდში „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი მართავდა, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა.
„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.