გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, ქ. თბილისში, ი. პეტრიწის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შემთხვევა 22 დეკემბერს დაახლოებით დღის სამ საათზე, პეტრიწის ქუჩაზე, სადარბაზოში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ მისმა მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა.
მოკლულის ნათესავების თქმით, 29 წლის გიორგი წოწორია პორტუგალიაში ცხოვრობდა და ის სამშობლოში დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა. მეზობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.