პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, ერთ პირს გულმკერდის არეში დანით ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.