პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლიციამ თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებული ლ.ჭ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორამციაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.