5 დღე ფეხზე იდგა და არცერთი წამით არ დამჯდარა - უცნაური ექსპერიმენტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ექსპერიმენტი

იუთუბერმა, ლუკას ბოლმა უცნაური ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა - როგორც ის ამბობს, 5 დღე ფეხზე იდგა და არცერთი წამით არ დამჯდარა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ლუკასი მხოლოდ ღამით წვებოდა დასაძინებლად - დანარჩენ დღეებში კი ის ფეხზე მდგარ პოზიციაში  იმყოფებოდა. ის არც მანქანის მართვის და არც აბაზანის გამოყენების დროს არ დამჯდარა. 

შემთხვევის ამსახველი ფოტო მასალა, ლუკასმა მომხმარებლებს გაუზიარა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.