1727944755
ნინო ნადირაძის „ბჟუტური“, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია, ეს თვითონ დაადასტურა - ხაჭაპურიძე
ნინო ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია. თვითონ დაადასტურა, არ ვარ მე ამ საკითხებში კომპეტენტურიო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
„მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის თმით, არ არსებობს არც ერთი პროცედურა, მედიკამენტი, ექიმის რეკომენდაცია, რომელზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.