VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. შესაძლოა, სიტყვის უფლებით ისარგებლოს ერთ-ერთმა ბრალდებულმაც, გიორგი კავილაძემ. სავარაუდოდ, სასამართლო სხდომას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძეც დაესწრება.
ჯგუფურად ჩადენილი გაზრახ მკვლელობის საქმეზე გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე პირველმა ინსტანციამ გაამტყუნა. საქალაქო სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
"პირველი ნაწილი იქნება შუამდგომლობის და შესავალი სიტყვებით, რომელიც რამდენადაც ვიცი, თავად ჩემს დასაცავ პირსაც აქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელსაც ალბათ ის დასაწყისში გამოხატავს. ჩემი დასაცავი პირი თავს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის დაფარვაში და არა ჯგუფურ მკვლელობაში," - აცხადებს გიორგი კავილაძის ადვოკატი, გიორგი ტურაზიშვილი.