1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში - ნიკო კვარაცხელიას დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს სააპელაციომ დღეს განაჩენი უნდა გამოუცხადოს.
სასამართლოს კოლეგიამ გუშინ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა და სათათბიროდ გავიდა. პროცესს ონლაინ დაესწრნენ ბრალდებულებიც.
ჭელიძე და კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის აპრილში დამნაშავედ ცნო და მათ 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"ვერ მოვისმინეთ გიორგი კავილაძის წინააღმდეგ ვერც ერთი არგუმენტი და ვერც ერთ მტკიცებულებაზე მითითება, რომელიც რაიმე ფორმით მაინც მიუთითებდა გიორგი კავილაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა იყო უკიდურესად დაუსაბუთებელი და დაცლილი მტკიცებულებებისგან, შესაბამისად დაცვის მხარის მოლოდინი არის იმგვარი, რომ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს პირველი ინსტანციის უკანონო გადაწყვეტილებას და გაამართლებს გიორგი კავილაძეს," – აცხადებს გიორგი კავილაძის ადვოკატი თათია მაისურაძე.
პროკურატურა დარწმუნებულია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
"გვაქვს მოლოდინი იმისი, რომ ძალაში დარჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. განაჩენი დამყარებული არის მტკიცებულებებზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ მათ მიერ ჩადენილია ჯგუფურად ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება," - აცხადებს პროკურორი გია შაიშმელაშვილი