პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმთაიმის“ მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს, რომელიც ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება, დოროყაშვილის ადვოკატი დამონტაჟებულს უწოდებს.
როგორც ადვოკატი ია მარიამიძე სააგენტოსთან აცხადებს, ჩანაწერი გაყალბებულია მხოლოდ ერთ ნაწილში, კერძოდ, როცა ნათქვამია სიტყვა „დაგბრიდავ“.
„ეს ჩანაწერი დამონტაჟებულია, ამ ჩანაწერის ორიგინალი არსებობს. ის სასამართლოსაც წარედგინა და მოსამართლემ შეამოწმა კიდეც. ჩანაწერი დამონტაჟებულია იმ ნაწილში, რომელშიც ნათქვამია „დაგბრიდავ“. ჩანაწერში ნეკა ამბობს „გიჩივლებთ“. სიმართლეს, რომ ვამბობ იქედანაც ჩანს, რომ სხვა ნაწილში არ მაქვს პრეტენზია, ნეკა „დაგბრიდავს“ ნამდვილად არ ამბობს.
ეს ვოისი შემაკავებელი ორდენების განხილვის დროსაც წარდგენილი იყო ერთადერთი მიზნით, რომ გვემუქრება და როდესაც ის მოსამართლემ მოისმინა, თქვა კიდევაც, რომ აქ ისეთი არაფერია, რადგან რეალურად, ნეკა ამბობს „გიჩივლებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.
საპირისპიროს ამტკიცებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
„აღნიშნული აუდიო მასალა ავთენტიკურია, ის სასამართლოშია და სისხლის სამართლის საქმეში დევს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მონტაჟზე და ფაბრიკაციაზე საუბარი ემსახურება სიცრუის ტირაჟირებას“ - ამბობს ორმა ჭკადუა.
შეგახსენებთ, „პრაიმთაიმმა“ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, სკანდალური ჩანაწერი დღეს გაავრცელა.
…