გოგა ხაინდრავა საფრანგეთის ელჩის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს ეხმიანება

გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საფრანგეთის ელჩის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საქართველოში შეჩერდეს მიმდინარე მოვლენები ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი – საფრანგეთის ელჩი. თქვენ რომ მაგალითი მოგეცათ მადამ შერაზ, შეგეჩერებინათ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები უცხოური გავლენის კანონი! თუ თქვენ ევროპულ მომავალს ეს კანონი არ ვნებს? სე ლა ვი!

განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე სადაც ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას!- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. აღარც რცხვენიათ, ისე გვგმობენ „თეთრი“ ცენტრიდან დარიგებული ერთი ტექსტით! დღევანდელი ევროსღირებულებები დოლარში!“, - წერს ხაინდრავა.