დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„თბილისსა და რუსთავში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით, მყიდველმა ყალბ ოქროში გადახდილი ფულის დაბრუნების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ" მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის, ასევე, საქმეში ჩაერთნენ ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილიც.
„კურიერმა“ იპოვა სახლი, სადაც სამმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მხარეები შეკრიბა და ფინანსური დავა დისტანციურად გაარჩია, საუბარია ოქროს მონეტების საქმეზე. კერძო პირმა თურქეთიდან მეორე მხარეს ჩამოატანინა ოქროს მონეტები, რომლის ნახევარიც ყალბი აღმოჩნდა, დამკვეთს და მყიდველს შორის ფინანსური დავა სწორედ ამ მიზეზით დაიწყო, რის შემდეგაც საქმეში ე.წ. ქურდები, მინდია გორაძე, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი ჩართეს. მონეტების საქმეზე რამდენიმე გარჩევა მოეწყო, მათ შორის, როგორც თურქეთში, ასევე თბილისში.
სახლის მეპატრონე კატეგორიულად უარყოფს, რომ მის სახლში რაიმე სახის გარჩევას ჰქონდა ადგილი, თუმცა, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და გამოკითხვაზე წაიყვანეს ოჯახის ერთ-ერთ წევრი. გამოკითხვაზე, მან დაადასტურა, რომ მათი უბნელი არის ე.წ. კანონიერი ქურდი ზვიად პაპიაშვილი და მას, მხოლოდ შორიდან იცნობენ. პაპიაშვილი საქართველოში ბოლო 20 წელია არ ცხოვრობს.
"კურიერის" ინფორმაციით, მინდია გორაძისთვის ბრალის წარდგენა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს. დაკავებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიებაზე სასამართლო დღეს გვიან, ან ხვალ იმსჯელებს.