+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
მუხიანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი გუშინ დილით იპოვეს. ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე იარაღით მიყენებული დაზიანებები, ამის გარდა კი დამწვრობა აღენიშნებოდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.