პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ლიფტში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, კაცი იმავე სადარბაზოში, მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. მეზობლების ვერსიით, კაცი ლიფტში ანთებული სიგარეტით შევიდა, ცუდად გახდა, ანთებული სიგარეტიდან ლიფტს ცეცხლი გაუჩნდა და 60 წლამდე ასაკის კაცი ჩაიწვა.
საგამოძიებო მოქმედებები საცხოვრებელ კორპუსში და მის მიმდებარედ ამ დრომდე მომდინარეობს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, მუხიანში მომხდარი შემთხვევის გამო გამოძიება მიმდინარეობს.
„ვარკვევთ, ვმუშაობთ. ადგილზე როგორც სასამართლო ექსპერტი, ისე კრიმინალისტები მუშაობენ და ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით“, - განუცხადა ადგილზე ჟურნალისტებს კახა მურადაშვილმა.
მოგვიანებით, „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, რომ ჩანს, რომ მამაკაცი მოკლეს და კვალის დასაფარად ცეცხლი წაუკიდეს.
სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია