პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თქვენ ხართ მონები... მონა ხარ, მოსამართლე, მონა“ - ასე მიმართავდა ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი მოსამართლე გოჩა დიდავას, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძრაობა და მსიი 2 წევრი 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
სწორედ მოსამართლის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა ხმაური როგორც სასამართლო დარბაზში, ისე დერეფანში, სადაც ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდა, რადგან ის სხდომის დაწყებამდე დარბაზიდან გააძევეს.
ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ცოტა ხნის წინ საქმეზე, „უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ“ , მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყველა განცხადება, რომელიც ორგანიზაციამ მამაცაშვილის წინააღმდეგ გააჟღერა, ცილისმწამებლურია.
მოსამართლემ „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ დააკისრა იმავე ეთერებიდან აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებები უარყონ. მამაცაშვილი მოძრაობის სხვადასხვა წევრისგან 50-50 ათასს, ჯამში, 150 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათ 5-5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.