მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ექიმს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

dakavebuli ekimi

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ექიმს, ვენეროლოგს, თეიმურაზ ბეჟანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც 10 ათას გირაოს ითხოვდა.

სამაგიეროდ, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ექიმს პატიმრობა შეუფარდა. საკუთარი გადაწყვეტილების მოტივად, მოსამართლემ საბრალდებო მუხლის სიმძიმე დაასახელა.

ექიმმა სასამართლოზე სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გიორგი გალდავასთან ყოფით ნიადაგზე, კერძოდ, დირექტორმა მას რამდენჯერმე შეუცვალა კაბინეტი და საბოლოოდ ისეთ ოთახში აღმოჩნდა, სადაც კონდიციონერი არ იყო. საკუთარი სახსრებით შეძენილი კონდიციონერის გადმოტანის უფლება კი, ახალ კაბინეტში არ მისცა. ბრალდებულმა ხაზგასმით განმარტა, რომ ის არ ცდილობდა გალდავას მოკვლას და ცეცხლსასროლი იარაღი მისი შეშინების მიზნით გამოიყენა.