მკვლელობა ხელვაჩაურში - კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

ლენტა

ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ბათუმელების ინფორმაციით შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.