„მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა...“ - ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები

პოლიცია

ხონში 33 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა ბარბარობის დღესასწაულზე სამხედრო დასახლებაში მოხდა. მოკლული გიორგი ჩალაძეა, რომელიც  ოჯახის ინფორმაციით, კონფლიქტში არ მონაწილეობდა. მოკლულს ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. 

„კურიერმა" შემთხვევის ადგილზე დეტალები გაარკვია.

როგორც მოკლულის დედა აცხადებს, მისი შვილი მეზობლების გაშველების მიზნით, გარეთ გავიდა, კონფლიქტში ჩართულ პირებს აშველებდა, ერთ-ერთს გადაეფარა, ამ დროს კი მას არსებული ინფორმაციით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

„ერთს აუშარდნენ, მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა. რა იცოდა იმას რა ჰქონდა ხელში და სამი ჭრილობა აქვს. ფილტვის არეში დაჭრეს, ვერ გადავარჩინეთ ჩემი შვილი. [მეძახდა] გადამარჩინეო..." - ამბობს მოკლულის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი. როგორც ცნობილია, დაკავებულია 4 ადამიანი.