გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ორივე მათგანს გამოძიება სსკ-ს 108 მუხლს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ხოლო როლანდ აფრასიძეს კიდევ ერთი 117 მუხლის 1 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
პროკურორის განმარტებით, არ არის ამოღებული არც დანაშაულის ჩადენის იარაღი.
ცინდელიანის ადვოკატი გამოძიების მსვლელობის პარალელურად მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოში, ხოლო აფრასიძის ადვოკატი აპირებს მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.