1771531835
„აგროვე“ - კრედო ბანკის ინოვაციური სერვისი ჯგუფური ხარჯებისთვის
ჯგუფური ინიციატივების ორგანიზების პროცესში ყველაზე არასასიამოვნო ეტაპი ყოველთვის ფულის შეგროვებაა. თუ დაბადების დღისთვის საჩუქრის ან სამეგობროს შეკრების ორგანიზებას საკუთარ თავზე იღებ, ავტომატურად ხდები ჯგუფის „ბუღალტერიც”. გამუდმებით უნდა ამოწმო მობალბანკი, შეადარო გამოგზავნილი „სქრინები“ ჩარიცხვებს და არკვიო, ვინ დარჩა სიაში ისეთი, ვისაც თანხა გადმოსარიცხი აქვს. საბოლოოდ, სხვები უბრალოდ ერთობიან, შენ კი ამ ქაოსის მართვა ისე გღლის, რომ სიამოვნებასაც ვეღარ იღებ.
კრედო ბანკის ახალი სერვისი სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ მსგავსი სიტუაციები თავიდან აგარიდოს. „აგროვე“ რამდენიმე ადამიანის მიერ თანხის შეგროვების პროცესს ერთი მარტივი ბმულით ახერხებს. აღარ გჭირდება ანგარიშის ნომრების დაკოპირება და შემდეგ ჩარიცხვების ცალ-ცალკე შემოწმება.
Mycredo-ს მობალ ბანკში კონკრეტული მიზნისთვის ქმნი ინიციატივას და არქმევ მას სახელს (მაგალითად, „საჩუქარი გიორგისთვის“ ან „სვანეთის ექსკურსია“). აპლიკაცია აგენერირებს უნიკალურ ბმულს, რომელსაც პირდაპირ უგზავნი ყველას, ვინც ამ ინიციატივაში ჩაბმულია.
სერვისის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ადრესატი მომენტალურად იღებს თანხას საქართველოს ყველა ბანკიდან. ხშირად ჯგუფურ გადარიცხვებს აფერხებს ის ფაქტი, რომ ჯგუფის წევრებს ანგარიში სხვადასხვა ბანკებში აქვთ და თანხის გადმორიცხვას დამატებითი დრო და საკომისიო სჭირდება. „აგროვე“ ამ პრობლემას სრულად ხსნის. ბმულზე გადასვლით თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მიუხედავად იმისა, „კრედო ბანკის“ მომხმარებელია თუ არა. პროცესი ონლაინ მაღაზიაში ნივთის ყიდვას ჰგავს - ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათი შეგიძლია გამოიყენო. მეტიც, სერვისში ინტეგრირებულია Apple Pay და Google Pay. თუ რომელიმე მათგანის მომხმარებელი ხარ, ბარათის მონაცემების შეყვანაც კი არ გჭირდება - თანხის დარიცხვას ერთი დაწკაპუნებით შეძლებ.
„აგროვეს“ გამოყენება სრულიად უფასოა. არც ინიციატივის ავტორს და არც თანხის გადმომრიცხავს არ ერიცხება საკომისიო, რომელი ბანკის ბარათზეც არ უნდა აგროვებდნენ თანხას. ეს სერვისის მოქნილობას მკვეთრად ზრიდს. “აგროვეს” იდეალურია ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა : კლასის ხარჯების შეგროვება მშობლების მიერ, საქველმოქმედო კამპანიები, კორპუსებში მცხოვრებლების საერთო ინიციატივები, მეგობრების შეკრება თუ ერთობლივად საჩუქრის შეძენა, მოსწავლეების გადასახადი ან ოფისის საერთო ხარჯების მართვა და ა.შ. ინიციატივების რაოდენობაში შეზღუდული არ ხარ - შეგიძლია ერთდროულად გახსნა რამდენიმე სხვადასხვა ინიციატივა და თითოეული - ცალკე აკონტროლო, რაც ფინანსურ ნაკადებს ერთმანეთში არ აურევს.
ინიციატივის შესაქმნელად საჭიროა გქონდეთ Mycredo მობალ ბანკი. თუ ჯერ არ გაქვს, შეგიძლია გადმოწერო App Store-დან ან Google Play-დან. ონლაინ რეგისტრაციას და მობალ ბანკის გააქტიურებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. შემდეგ ფინანსების განყოფილებაში პირდაპირ აირჩევ „აგროვე“ სერვისს და შექმნი იმდენი ინიციატივის ბმულს, რამდენიც გჭირდება.











