1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა.
მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 თებერვალს დააკავეს. დანაშაულები 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ცნობით, 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა გოჩა ჯერენაშვილი სოფლის ცენტრში დაიბარა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვედრის შემდეგ კი დაიწყო კონფლიქტი. ნიკა სახლთხუციშვილმა მეგობარს 5 ტყვია ესროლა. გოჩა ჯერენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.