ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში - 40 წლის ელშად ამირასლანოვმა მეგობარს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. გარჩევას წინ, სავარაუდოდ, სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
36 წლის რაფიგ მამედოვი საავადმყოფოში თავად მივიდა. ექიმის თქმით, დაჭრილი 36 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა და მართვის სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა, ვინაიდან მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი დაკავებულია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.