მარნეულში, არასრულწლოვანმა გოგოებმა სამი საშაურმე კაფე დაარბიეს

მარნეულში არასრულწლოვანმა გოგოებმა სამი საშაურმე კაფე დაარბიეს

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მოზარდმა გოგონებმა სამი საშაურმე კაფე  - "ოთოს შაურმა", "ვიპ შაურმა" და "ალგეთის შაურმა", დაარბიეს. 

Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამ ოქტომბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

მიღებული ინფორმაციით,  მოზარდებმა საშაურმე კაფეებიდან ფული და მობილური ტელეფონი მოიპარეს, ასევე სასმელები დაღვარეს და კაფეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აღნიშნულ ინციდენტში ოთხი 14-15 წლის გოგონა მონაწილეობდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.