„მამინაცვალი ბავშვებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას აიძულებდა, უარის გამო, სცემდა“ - შსს-მ მამაკაცი დააკავა

ნაგვის ურნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

👉 „ტვინი ვეღარ აღიქვამდა საფრთხეს, გული შენელებული მქონდა და მეგონა მოვკვდებოდი“ - რას ჰყვება ცნობილი მსახიობების შვილი გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემაზე

👉 „ბავშვი ჩვენ ვიპოვეთ, თუმცა ასე მარტივად, მიხვიდე და გამოგლიჯო, ასე არ ხდება“ - ემოციური ამბავი

👉 ნათია თოდუას ოჯახური იდილია ბათუმში - ნახეთ, პატარა ჰუგოს ფოტოები

👉 VIDEO: დაუჯერებელი კადრები დიდი დიღმიდან - რა ხდებოდა წვიმის დროს ქუჩებში