„მამამ დედა შვილების თვალწინ მოკლა... ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა... “ - კახეთში, წლების წინ, ტრაგიკული ისტორიის დეტალები

მკვლელობა კახეთში

კახეთში, 2016 წლის 9 დეკემბერს მომხდარ საზარელ მკვლელობას ერთი ოჯახის 2 წევრი შეეწირა, 2 მოზარდის კი მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა დღე, როდესაც მამამ დედა მათ თვალწინ მოკლა. 

29 წლის ე.შ მამამისის სახლში ქმარმა სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ქმარი კი რამდენიმე დღის კლინიკაში დაიღუპა. 

ე.შ და ა.ბ 15 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ, მათ 15 წლის და 9 წლის შვილი ჰყავდათ. 

ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ა.ბ უმუშევარი იყო და ხშირად სვამდა. 

რა მოხდა მკვლელობის დღეს? 

„ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება და ლაპარაკი. 9 დეკემბერს, ანუ იმ დღეს, როცა ეს მოხდა, ყველანი შინ ვიყავით. ელენეს პაპა ავად იყო და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ სახლში. ექიმებმა საჭირო პროცედურები ჩაატარეს და წავიდნენ. 5–10 წუთში კი ეზოში ავთო შემოვიდა, ელენეს თავში ესროლა სანადირო თოფი და გაიქცა. სასწრაფო დახმარება ხელახლა გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ელენე მაშინვე გარდაიცვალა. ჩვენი სახლიდან 500 მეტრში ავთომ იმავე თოფით თავის მოკვლა სცადა. სასწრაფო დახმარებამ ის გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ორ კვირას იცოცხლა, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ იქვე, პალატაში გარდაცვლილა“, - იხსენებს მოკლული გოგოს დედა.

წყარო: femicide.ge