აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფულტონის ოლქის საარჩევნო ოფისში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩაატარა

fbi

 აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფულტონის ოლქის საარჩევნო ოფისში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აგენტებმა იუნიონ-სიტიში მდებარე, დიდი საწყობის მსგავს ობიექტზე „სასამართლოს მიერ ნებადართული სამართალდამცავი ღონისძიება“ განახორციელეს.

როგორც „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, აგენტები ცდილობდნენ ამოეღოთ კომპიუტერები და ბიულეტენები, რომლებიც, მათი აზრით, ობიექტზე ინახებოდა, როგორც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ნაწილი.

გამოძიება მას შემდეგ ჩატარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო და ადამიანები მალე ამისთვის დაისჯებოდნენ.