1745061138
კოსტა სანიკიძის მდგომარეობაზე, ექიმი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ექიმების განცხადებით, დაჭრილი მსახიობის კოსტა სანიკიძის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მსახიობს მუცლის არეში 5 ჭრილობა აქვს მიყენებული.
„ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია. იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში. რეანიმაციას დატოვებს მალე იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას და გადავა საპალატე სივრცეში. მონაცემები სტაბილურია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია“, - აცხადებს ექიმი მაია კიღურაძე.
კოსტა სანიკიძის დაჭრისთვის დაკავებულ ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავეს.
ასევე ნახეთ:
„სიურპრიზი...“ - ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - „მოსალოდნელია ქარბუქი, შტორმი და თოვლის ზვავები“