პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს.
ხოშტარიას თქმით, აინტერესებდა, „პროკურორი ნამდვილი იყო თუ არა“ და მასთან ამის „შესამოწმებლად“ მივიდა.
სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, ელენე ხოშტარიამ პროკურორ ზვიად გუბელაძეს ამ სიტყვებით მიმართა: ნამდვილი ხარ? ერთი წამი ხელს მოგკიდებ.
ინციდენტის გამო მოსამართლემ ხოშტარიას სიტყვიერი შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა, საბოლოო, მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატის თავმჯდომარემ, მერაბ ჯორბენაძემ მიიღო.
სასამართლოდან გასვლის შემდეგ, ხოშტარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მომხდარი განმარტა.
„15 წუთზე მეტი ვერ გავძელი, წარმოუდგენელი ფარსია, ან რაზე ლაპარაკობენ, ან რა სერიოზული სახეებით ლაპარაკობენ, ჩვეულებრივი წარმოდგენაა, სიყალბე, ოღონდ ამ წარმოდგენას ეწირება კონკრეტული ადამიანის თავისუფლება, კონკრეტული ქვეყნის ინტერესები და ასე, პროკურორი ზის და რაღაც სრულ სისულელეებს ლაპარაკობს, ზუსტად ასევე ზის ყალბი მოსამართლე, რომელიც თავს აქნევს, ამ ყველაფერს თამაშობენ, ვითომ სასამართლო პროცესია... არც ერთი წამი არ იქნება, როცა ამ დარბაზში, პატივისცემით მოვეპყრობი ამ ფარსს, ოთხიდან კი გამომაძევეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სისტემაა გასაძევებელი ამ ქვეყნიდან. პროკურორი მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო და ამის გამო გამომაძევეს, მივედი პროკურორთან, შემემოწმებინა, ცოცხალი ადამიანი იყო, თუ რობოტი, რომელიც იქ ჩართეს, აღმოჩნდა ადამიანი",- განაცხადა ხოშტარიამ.