ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მკვლელობა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ პოლიციამ ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. ის მკვლელობაში ბრალდებულის თანმხლები პირია. მთავარ ეჭვმიტანილს კი ისევ ეძებენ.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება 40 წლის დაზარალებული. მას სამი ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ინციდენტი ხარაგაულში ერთი დღის წინ მოხდა, სტუმრად მისულმა პირმა ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.