“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
ვრცელდება ფოტო, რომელზეც ასახულია დავით კეზერაშვილის შეხვედრა ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილე თინა ბურჯალიანთან. ამ თანამდებობას ბურჯალიანი 2007-2012 წლებში იკავებდა. ექსკლუზიურ კადრებს „ქრონიკა“ ავრცელებს.
„ქრონიკის“ მტკიცებით, შეხვედრა პირველ სექტემბერს შედგა ლონდონში, აზიურ რესტორან „ნოვიკოვში“ (Novikov), სადაც, „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი ბურჯალიანს ქოლცენტრების თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე ესაუბრებოდა. ფოტო სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც BBC თაღლითური სქემის შესახებ თავის ფილმს ამზადებდა.
სავარაუდოდ, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ სწორედ ბურჯალიანი აგვარებდა თაღლითური სქემის იურიდიულ ნიუანსებს. „ქრონიკა“ ამ წუთებში თინა ბურჯალიანთან დაკავშირებას ცდილობს.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.