ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
46 წლის ე.წ. “კანონიერმა ქურდმა“ მამუკა ონიანმა ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლოს სამი სარჩელით მიმართა.
კრიმინალური “ავტორიტეტი“ უკრაინის ეროვნულ პოლიციას ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. მამუკა ონიანი, რომელიც უკრაინაში გასული წლის გაზაფხულზე დააკავეს, ითხოვს სამათალდამცავი უწყების მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას.
საუბარია იმაზე, რომ „ტარიელ ონიანის ძმის შვილი, მამუკა ონიანი არის „კანონიერი ქურდი“, რომელიც ინარჩუნებს კონტაქტს ოკუპანტებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიის სამხედრო აგრესიის დროს და მას შეუძლია იმოქმედოს, როგორც ინფორმატორმა“. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს ე.წ. “კანონიერი ქურდი“.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მეწყრული პროცესი ისევ აქტიურია, იკრძალება ტრანსპორტის გადაადგილება!“ - კადრები მამისონიდან
VIDEO: შემზარავი კადრები და გლოვა - მსგავსი სტიქია 1930 წლის შემდეგ არ ყოფილა საბერძნეთში