1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლანჩხუთის მუნიციპალუტეტში სტიქიიდან მეოთხე დღეა. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ყველა შესაბამისი სამსახური. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
,,ენერგო პრო ჯორჯიას“ და ,,სოკარ გაზ“-ის ჯგუფების მიერ ნაწილობრივ მოხდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის აღდგენა, კვლავ გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე აღდგენილია ქალაქის წყალმომარაგება.
სტიქიურმა უბედურებამ ორი მოზარდი და ერთი მოხუცი იმსხვერპლა.
11 წლის თორნიკე ადიდებულმა წყალმა მამას ხელიდან გამოგლიჯა. ბავშვი სახლიდან 5 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
12 წლის იურის და 82 წლის თინათინს სახლთან ახლოს, მიწის ქვეშ მიაგნეს. დამეწყრილ მასაში ლანჩხუთის 8 სოფელი და ოზურგეთის 3 სოფელი მოყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად ჯერ ისევ მძიმე ვითარებაა.
„ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გურიაში სტიქიის ზონაში დარჩენილ მოსახლეობას დახმარება სჭირდება.
„ძალიან გვიჭირს ახლა, უახლოესი რამდენიმე დღე და ღამე, სანამ გზები გასწორდება და აღდგება კომუნიკაცია.
აქ ვდებ ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშს და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ #შემოწირულობა
GE61BG0000000498646060
ააიპ ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა. მადლობა წინასწარ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ ისევ ჭირს გადაადგილება.
„ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ამდენი დღის შემდეგაც გვიჭირს გააზრება. უცებ გავიგონეთ ძლიერი გუგუნი, მაგრამ გუგუნი და სახლების წალეკვა ერთი იყო. ისე დაიღუპა ჩვენი ანგელოზი ბიჭი იურაც. ალბათ გაღვიძებაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი... რა დააშავეს ამ ანგელოზებმა?! ან ის პატარა ანგელოზი, მართლა ბუთქუჩა. მამას რომ გასტაცა მეწყერმა, როგორ უნდა მოინელოს მისმა მშობელმა, ყველა განაგდურებულები ვართ...“,- ამბობს ადგილობრივი.