„ჯერ დააბეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მოკლეს“ - რას ჰყვება 31 წლის მოკლული მეზღვაურის მამიდა

გარდაცლილი

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში ბრაზილიაში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს.

31 წლის ილია კახაბერიძის ცხედარი რიო- დე-ჟანეიროში, სასტუმროს ნომერში იპოვეს. ადგილობრივი გამოძიების ცნობით, ახალგაზრდა ჯერ დააბეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მოკლეს.

დანაშაულის სავარაუდო მოტივად ყაჩაღობა სახელდება. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ის წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ილია კახაბერიძე მეზღვაური იყო და ბათუმში ცხოვრობდა.

გარდაცვლილი ილია კახაბერიძის მამიდა აცხადებს, რომ მისი ძმისშვილი საწოლზე მიბმული იპოვეს.

"4 თვე გემზე იყო, კონტრაქტი დაასრულა და რიო-დე-ჟანეიროში ჩავიდა. სასტუმროში, საწოლზე მიბმული გარდაცვლილი უნახავთ. არ ვიცი დაჭრეს, თუ რა მოხდა..."- ამბობს მოკლულის მამიდა.

ასევე ნახეთ VIDEO: ქართველი მეზღვაურის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ვრცელდება მკვლელის ვიდეო