პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ისანში, "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში სისხლიან გარჩევას მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 45 წლისაა, ის მასთან ერთად დაჭრილი კაცის ძმა იყო, ამ ოჯახის კიდევ ორი წევრია დაზარალებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი - 17 წლის ბიჭი.
როგორც თვითმხილველმა "პრაიმტაიმს" უთხრა, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, დაჭრილები არიან მამა, მისი ორი შვილი და გამშველებელი.
მეზობლებს შორის ჩხუბის მიზეზი სავარაუდოდ, თავდამსხმელი მამაკაცის მხრიდან დაჭრილების მისამართით დამამცირებელი რეპლიკა გახდა.
ადგილზე მობილიზიებულია სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
"პრაიმტაიმი" მომხდარზე დამატებით დეტალებს არკვევს.