„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის უცნობია, რომელ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
„როცა დამიბარეს, მოვედი. არ ვიცი არაფერი. ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია არასდროს. პირველად ვარ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა განაცხადა: „ღვთის ნებაა ყველაფერი. ვერაფერს გამოვრიცხავ“.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ პირთა ვინაობაც დაასახელა, რომელთა სახლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის სახლების პარალელურად გაიჩხრიკა.
22 ოქტომბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს, 23 ოქტომბერს კი, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს.